ვეტერინარული  კლინიკა  ქობულეთში

01 ივნისი 2017, 00:00 3300 ნახვა

ქობულეთში პირველი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა. იგი გვარას აგროსერვისცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. კლინიკა მოიცავს  აფთიაქს, ლაბორატორიას, საოპერაციოს და შეხვედრების ოთახს. დაწესებულება მმართველობაში უახლოეს პერიოდში კონკურსით შერჩეულ ვეტერინარებს გადაეცემა. ობიექტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით გაიხსნა. 

ამავე კატეგორიაში