მთავრობამ  მოსამართლეობის  სამი  კანდიდატი შეარჩია

01 ივნისი 2017, 00:00 2583 ნახვა

ლადო ჭანტურია, სოფო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე_მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ კანდიდატურებს წარადგენს. საქართველოს მთავრობის მიერ სამეულის შერჩევის შემდეგ, მათი ვინაობა და საბუთები თავდაპირველად ევროსაბჭოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს წარედგინება. შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს.

გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ წარდგენილ კანდიდატთა სია ამჯერად არ ჩავარდება.

ამავე კატეგორიაში