2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე მუშაობას, დღეიდან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იწყებს. პარლამენტის წევრები მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საბოლოოდ უნდა შეჯერდნენ. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში 36 მილიარდ 300 მილიონია.
პროექტის ავტორების ინფორმაციით, კანონპროექტის წინა ვარიანტთან შედარებით, მასში გაზრდილია როგორც თავდაცვის სამინისტროს, ისე შსს-სა და სუსისთვის გამოყოფილი თანხები; გარდა ამისა 2026 წლისთვის 150 მილიონია გათვალისწინებული საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობის დაწყებისთვის; ბიუჯეტის პროექტით იზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება და პენსია.ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 90 მილიონით იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება.
87 მილიონი ლარი ემატება განათლების სამინისტროს, 17 მილიონი ლარით იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი.
