ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-2024 წლებში, ირაკლი კობახიძის განცხადებით საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა.
2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7.6%-ს შეადგენს.
პრემიერის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება.
