პოლიტიკური განცხადებები

09 დეკემბერი 2025, 14:51 81 ნახვა

განათლების რეფორმა, ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა - პოლიტიკური განცხადებები  ამ მიმართულებებით გაკეთდა დღევანდელ პლენარულ სესიაზე პარლამენტში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ორკესტრირებული საინფორმაციო ომი, ასევე მითებს უწოდებენ იმ მოსაზრებებს, რომელიც განათლების რეფორმასთან დაკავშირებით მათი თქმით საზოგადოებაში გავრცელდა.

საპარლამენტო ოპოზიცია კი დროებითი საგამოძიებო კომისიის დაუყონებლივ შექმნას ითხოვს. BBC-ის ფილმთან დაკავშირებით ითხოვენ გაეცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვას პასუხი - რა იყო შერეული დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში.

საკითხის ინიციატორები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში