Maroon 5 - ის კონცერტისთვის მზადება დაიწყო

01 ივნისი 2016, 00:00 6165 ნახვა

ერთ კვირაში "საოცრებათა პარკი" საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცევა. ჯგუფ "მარონ ფაივი"-ის კონცერტისთვის ის სცენა შენდება, რომელმაც 27 მაისს "დინამო არენაზე" რობი უილიამსს უმასპინძლა. ტერიტორია უკვე შემოღობილია, ტექნიკური გუნდი ბათუმშია, რომელიც, ვარაუდობს, რომ 4 ივნისისთვის სცენა და მიმდებარე ტერიტორია კონცერტისთვის მზად იქნება. და მნიშვნელოვანი დეტალი, სცენა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში