შუახევის კულტურის ცენტრის ყოფილი  დირექტორის სარჩელი

02 ივნისი 2017, 00:00 3626 ნახვა

ვახტანგ ბერიძე ტარიელ ებრალიძის წინააღმდეგ.  შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ყოფილი უფროსის სარჩელი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტმა ხელვაჩაურის სასამართლოში შუახევის გამგებლის წინააღმდეგ უკვე შეიტანა. მოსარჩელე მხარე ითხოვს, ბათილად სცნონ გათავისუფლების ბრძანება,  თანამდებობაზე აღდგეს ვახტანგ ბერიძე და ასევე დაერიცხოს ნაცდური ხელფასი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ფიქრობენ, რომ საკმაო მტკიცებულებები არსებობს, იმისთვის, რომ მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ტარიელ ებრალიძე  საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

ამავე კატეგორიაში