სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - შეფასებები

12 დეკემბერი 2025, 14:43 87 ნახვა

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე სიახლედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ უკვირს, გიორგი გახარიას გუნდის წევრების დამოკიდებულება საკითხზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, კითხვები ახლა მიემართება ევროკავშირისა და გერმანიისკენ, სადაც გიორგი გახარია იმყოფება.

თავად გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ყოფილ პრემიერს ქართული ოცნება უმიზეზოდ დევნის, რადგან მათი თქმით, გიორგი გახარიას აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუცია.

ლელოში კი ამბობენ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გუშინ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება.

24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა. 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი