უმაღლეს საბჭოში უსკოს თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიონ

08 აპრილი 2016, 00:00 6076 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიონ. არჩილ ხაბაძემ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით კვაჭაძე, წევრობის კანდიდატებად კი მამუკა ჯაში და რუსუდან მიქელაძე დაასახელა, თუმცა სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე მიქელაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. რიგგარეშე სხდომა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთში დაიწყება. მანამდე ბიუროს სხდომა გაიმართა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში