ევროპის საბჭოს განცხადება

03 ივნისი 2017, 00:00 1906 ნახვა

ევროპის საბჭო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია იმ დეტალებზე, რომელიც აფგან მუხთარლის საქმეს ეხება.

კონკრეტულად,  ჟურნალისტის მეუღლის ჩვენებაზე, ასევე აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებზე. “დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ხადიჟა ისმაილოვამ დაადასტურა, რომ მუხთარლი მისი სახლის ახლოს მდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ის ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, სცემეს. მისმა ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს განუცხადა, რომ ის აზერბაიჯანის საზღვარზე მანქანით, პასპორტის გარეშე გადაიყვანეს.”

ამავე  ინფორმაციაში საუბარია, მიზეზებზე, თუ რატომ ცხოვრობდა მუხთარლი საქართველოში.  “მუხთარლიმ აზერბაიჯანი 2015 წელს დატოვა და საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად მას შემდეგ, რაც მის სიცოცხლეს ემუქრებოდნენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კორუფციის ფაქტების გამოძიების გამო.” – აღნიშნულია ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. 

ამავე კატეგორიაში