ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის გეგმა საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ შედგა, არა წარმატებულად

05 ივნისი 2017, 00:00 2054 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობაში სერიოზული წინააღმდეგობაა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს. პარლამენტის თავმჯდომარე  ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელზეც გარკვეულმა დეპუტატებმა 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები გააპროტესტეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კოლეგების აზრია, რომ კომპრომისმა აზრი დაკარგა. მისივე თქმით, პრეზიდენტის გეგმა საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ არა წარმატებულად შედგა. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს. 

ამავე კატეგორიაში