აქცია ხუცუბანში - მოსახლეობა გადამცემი ანძის დადგმას აპროტესტებს

06 ივნისი 2017, 00:00 3480 ნახვა

ხუცუბანში მოსახლეობა კომპანია ''ჯეოსელის'' გადამცემი ანძის დადგმას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ანძა მაღალი ძაბვისაა და მისი გამოსხივება მათ საფრთხეს შეუქმნის. ასევე უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს წყლის ხარისხზე, რადგანაც იგი რეზერვუართან ახლოსაა.

მოსახლეობის პროტესტს დღეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც შეუერთდნენ.  

ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ  ანძის დადგმამდე კომპანიამ ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის თანახმადაც  ის საფრთხის შემცველი არ არის. გამგებლის განცხადებით, მშენებლობაზე ნებართვა გაცემულია,  თუმცა ექსპლუატაციაში ჯერ არ შესულა. 

აღმოჩნდა, რომ გამგეობაში ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ და  ანძა უკვე ექსპლუატაციაშია, რასაც ადასტურებენ კომპანია ,,ჯეოსელში”. აქ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა განმარტეს, რომ მშენბელობის ნებართვა მათ ჰქონდათ, რაც დამატებით მიმარტვას ექსპლუტაციაში გაშვებას არ საჭიროებდა. მათივე ინფორმაციით, ანძის დადგმა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოხდა. ირწმუნებიან, რომ  იგი მოსახლეობისთვის უსაფრთხოა. 

ამავე კატეგორიაში