აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა

07 ივნისი 2017, 00:00 5452 ნახვა

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს უკვე წარუდგინეს  - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ. 

ლევან მაისურაძემ, რომელიც  ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა, აჭარაში კახაბერ ბუხრაძე ჩაანაცვლა.  

კახა ბუხრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად 5 თვის განმავლობაში მუშაობდა.  საზოგადოების ნაწილს, მის წინააღმდეგ პრეტენზიები ჰქონდა. სოციალურ ქსელში მას"გორელ პატრულს" ეძახდნენ და უსაფუძვლოდ დიდი ჯარიმებს დაკისრებაში ადანაშაულებდნენ. საზოგადოების ნაწილი კი ბუხრაძის მიმართ კეთილგანწყობილი იყო და ქალაქში მოძრაობის მოწესრიგებისთვის, ფეისბუქ სტატუსებით, მადლობას უხდიდნენ.

ამავე კატეგორიაში