საჩუქარი  ოპოზიციონერი დეპუტატისგან

08 ივნისი 2017, 00:00 3841 ნახვა

მანქანები საჩუქრად მთავრობას და უმაღლეს საბჭოს - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბიზნესმენი, ოპოზიციონერი დეპუტატი აჭარის ხელისუფლებას, ოფიციალურად, ათეულობით ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების მანქანებს ჩუქნის.

ზაზა ოქუაშვილმა, გუშინ გახსნილი, საკუთარი სადილერო ცენტრიდან,  BMW-ს მარკის ავტომობილი უმაღლეს საბჭოს, ცოტნე ანანიძისთვის, MINI COOPER-ი კი ტურიზმის დეპარტმენტს აჩუქა.  კანონი არ დარღვეულა, თუმცა ფაქტი მესამე სექტორში ეჭვებს იწვევს. ო

ქუაშვილი საკანონმდებლო ორგანოში “პატრიოტთა ალიანსს” წარმოადგენს. დავუკავშირდით ირმა ინაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ მისთვის არ არის ცნობილი საჩუქრების შესახებ და საკითხში გაერკვევა, მას ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში