პროკურატურის განცხადება

10 ივნისი 2017, 00:00 2328 ნახვა

”ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლიან, შემჭიდროვებულ ვადებში დაკავებულებს  გამოკითხავენ, რის შემდეგაც შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას  მიიღებენ.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ ბირჟა მაფია-ს ორი წევრი დააკავეს. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ მათ  ჩაუდო, რადგან ჯგუფმა ახალ გადაღებული კლიპით პოლიცია გააშარჟა. დღეს ჯგუფის წევრების მხარდამჭერი აქციები ერთდროულად გაიმართება თბილისსა და ბათუმში. 

ამავე კატეგორიაში