მშვიდობის ახალი ინდექსით საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

11 ივნისი 2017, 00:00 2124 ნახვა

გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველო დაწინაურდა. უახლესი მონაცემებით, ქვეყანამ წელს პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და 163 ქვეყანას შორის 94-ე ადგილი დაიკავა.

ამ მონაცემით საქართველო ქვეყნების რეიტინგში საშუალო შკალით ფასდება, თუმცა რეგიონულ ჭრილში მოლდოვასა და ყაზახეთის შემდეგ მესამე ადგილზეა. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებს, ჩამონათვალში  რუსეთი 151-ე, უკრაინა 154-ე, სომხეთი 112-ე, ხოლო აზერბაიჯანი 132-ე პოზიციაზეა. გლობალური მშვიდობის ინდექსის 2017 წლის მონაცემების თანახმად მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა ისლანდიაა, ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანი კი სირია.  

ამავე კატეგორიაში