ოსორაულის ახლობლები საგარეო საქმეთა სამინისტროში

11 ივნისი 2017, 00:00 2142 ნახვა

სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია - ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოჯახის წევრებს მიაწოდა. ზვიად გოდაძემ განაცხადა, რომ უწყებას, წყარომ დაუდასტურა რომ ქართველი სამხედრო სავარაუდოდ გარდაცვლილია, თუმცა არ არსებობს ფაქტობრივი მასალა, შესაბამისად ფაქტს 100 პროცენტით ვერც გაეროს მისია ადასტურებს.

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრამდე, აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან აქტიური ნაბიჯების გადადგმა ითხოვეს. შეხვედრის შემდეგ კი განაცხადეს, რომ მათ აჩვენეს ვიდეო და ფოტო მასალები, ასევე უთხრეს რომ 13 მაისის შემდეგ კვალი იკარგება და დაჰპირდნენ, გაეროს და წითელი ჯვრის დახმარებით, სამუშაოების უფრო აქტიურად გაგრძელებას.

27 იანვარს კონგოში სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთს სოსო ოსორაული მართავდა. იგი ორი წელია კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალებში, მანამდე კი ქართულ ჯარში მსახურობდა. 

ამავე კატეგორიაში