სოსო ოსორაულის ახლობლებს დახმარებას დაჰპირდნენ

11 ივნისი 2017, 00:00 1870 ნახვა

სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია - ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოჯახის წევრებს მიაწოდა. ზვიად გოდაძემ განაცხადა, რომ არსებობს წყარო, თუმცა არ არსებობს ფაქტობრივი მასალა, შესაბამისად ფაქტს 100 პროცენტით ვერც გაეროს მისია ადასტურებს.

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრამდე, აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან აქტიური ნაბიჯების გადადგმა ითხოვეს.

შეხვედრის შემდეგ კი განაცხადეს, რომ მათ აჩვენეს ვიდეო და ფოტომასალები, ასევე უთხრეს, რომ 13 მაისის შემდეგ კვალი იკარგება და დაჰპირდნენ, გაეროსა და წითელი ჯვრის დახმარებით, სამუშაოების უფრო აქტიურად გაგრძელებას. სოსო ოსორაული ორი წელია კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალებში, მანამდე კი ქართულ ჯარში მსახურობდა. 

ამავე კატეგორიაში