ქობულეთში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

12 ივნისი 2017, 00:00 8586 ნახვა

ქობულეთში, სოფელ მუხაისტატეში მეორე დღეა 84 წლის მამაკაცს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ორი დღის წინ, დილის საათებში სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. როგორც ახლობლები ამბობენ, მამაკაცს მეხსიერებისა და მეტყველების პრობლემები აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკარგულს სამაშველო სამსახურის ბრიგადები და სამართალდამცავები, ამ დრომდე ეძებენ.

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ დაკარგულის შესახებ, გთხოვთ, დარეკოთ ნომრებზე: 577-47-74-76; 599-91-91-02;

 

 

ამავე კატეგორიაში