ენმ-ს ბრალდება ხულოს გამგებელს

12 ივნისი 2017, 00:00 3684 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხულოს გამგებელს მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძის მტკიცებით, ბესიკ ბაუჩაძემ ორი წლის წინ ბათუმი-ახალციხის დამაკვშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაანონსა, თუმცა მაგისტრალი ამ დრომდე მოუწესრიგებელია.

 ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს ხულოს გამგებელი. ბესიკ ბაუჩაძის განმარტებით, ორი წლის წინ, ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზის ხულოს მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა მძიმე ტექნიკის გადაადგილების გამო, ისევ დაზიანდა. ბაუჩაძე ირწმუნება, რომ გზის ხელახალი რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.

ამავე კატეგორიაში