ბათუმში ე.წ ჭაობის უბნის რეაბილიტაცია გრძელდება

13 ივნისი 2017, 00:00 2949 ნახვა

ბათუმში ე.წ ჭაობის უბნის  რეაბილიტაცია  გრძელდება. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ძველი გრუნტი  ახლით იცვლება, შემდეგ ქუჩა მოასფალტდება. მოეწყობა სანიაღვრე არხები და  ბორდიულები,   დაიგება დეკორატიული ფილები.   სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბონდი” სამ ქუჩაზე  ერთდროულად ახორციელებს. ბიუჯეტიდან ხუთი მილიონ 386 ათასი ლარი დაიხარჯება. 

ამავე კატეგორიაში