აქტივობები შშმ პირებისთვის

14 ივნისი 2017, 00:00 3569 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით დაკავშირებით ხულოში შშმ პირების ჩართულობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ხულოს თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა ბავშვთა თეატრალურმა სტუდიამ ფრანგული ზღაპრის მიხედვით შექმნილი თოჯინური სპექტაკლი “ვარიაცია წითელქუდას თემაზე” წარადგინა. პარალელურად გაიმართა შეჯიბრებები ჭადრაკსა და ნარდში.

ამავე კატეგორიაში