კიდევ ერთი ცვლილება კონსტიტუციაში მიწების გასხვისებას შეეხება. საკუთრების უფლების შელახვა და პოპულისტური ნაბიჯი – ასე აფასებენ კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის არსებობას, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებას კრძალავს.
“მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი,” “ქართული მიწა დარჩებათ ქართველებს” – ასე ხსნის ინიციატივას ირაკლი კობახიძე. პარლამენტარებმა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა, დღის ბოლოს დაიწყეს.