საჯარო მოხელეები პრემია - დანამატებს 1 ივლისის შემდეგაც  მიიღებენ 

15 ივნისი 2017, 00:00 5754 ნახვა

2 კვირაში ძალაში შევა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეები კლასებად დაიყოფიან. ასევე, 1 ივლისიდან აღარ გაიცემა პრემიები და დანამატები.

ამოქმედდება, პრემიერის მიერ 2 თვის წინ ხელმოწერილი, ეთიკის და ქცევის წესები საჯარო მოხელეებისთვის. რანგირებული მოხელეები დანამატებს მინიჭებული ჩინის მიხედვით მიიღებენ, თუმცა ეს 2018 წლიდან. როგორ გაიცემა თანამდებობრივი სარგო გარდამავალ ეტაპზე? დაზუსტებით ვერ გვპასუხობენ მთავრობაში. კანონმდებლებმა კი არ იციან როგორი იქნება წახალისების სისტემა იანვრიდან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში