გენდერული  დისბალანსი - გენდერი ხულოში

15 ივნისი 2017, 00:00 2836 ნახვა

გენდერი ხულოში. დავიწყოთ გამგეობით - გამგებელი, მისი სამი მოადგილე, ყველა სამსახურის უფროსი კაცია. 112-დან მხოლოდ 18 საჯარო მოხელეა ქალი. კაცი უდგას სათავეში საკრებულოს, კაცები არიან ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეები, ერთი გამონაკლისით.

აპარატში კი ბალანსი დაცულია. მოკლედ, ყველა წამყვანი პოზიცია უჭირავთ კაცებს, ქალები კი მათი თანაშემწეები, ან სპეციალისტები არიან.

გამგეობამ, არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, 2 წლის წინ ქალთა ოთახი შექმნა, რომელსაც ტრენინგები უნდა ჩაეტარებინა და სოფლებში მცხოვრები ქალების გააქტიურებაზე ეზრუნა. ოთახს ერთი თანამშრომელი ჰყავდა, ერთი ქალი, რომელიც იქ ამჟამად აღარ მუშაობს. ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსია გამოცხადებული. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში