მაჭახლის ხეობამ შესაძლოა სტატუსი მიიღოს

16 ივნისი 2017, 00:00 3971 ნახვა

მაჭახლის ხეობის  სოფლებს შესაძლოა მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭოთ - საკითხზე საქართველოს მთავრობა ორშაბათს იმსჯელებს. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა  და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ  კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.

"მაჭახლის ხეობა ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს  პარამეტრებს, მაგრამ მსჯელობის შედეგად შესაძლოა დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. მაჭახლის ხეობა არის საზღვრისპირა და მას მხარდაჭერა სჭირდება" - განაცხადა "მთავართან" საუბრისას გიორგი ლილუაშვილმა.


ხეობაში მდებარე  9 სოფელი მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებას რამდენიმე თვეა ითხოვს. მოსახლეობამ ამ მოთხოვნით არაერთი აქცია გამართა. ამ დროისთვის სტატუსი მაჭახელას ხეობაში მდებარე მხოლოდ ერთ სოფელს, ქვედა ქოქოლეთს აქვს მინიჭებული.

ამავე კატეგორიაში