შშმ პირთა უფლებების კონვენცია - ალტერნატიული ანგარიში

03 ივნისი 2016, 00:00 4115 ნახვა

როგორია ''ინკლუზიური განათლების პრაქტიკა საქართველოში'' ანგარიში ''სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა'' წარადგინა. ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა ისეთი საკითხები, როგორიცაა უწყვეტი და ხარისხიანი განათლება, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ''შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციას'' საქართველო 2014 წელს შეუერთდა, კონვენციის რატიფიცირებიდან 2 წლის შემდეგ, გაეროში საქართველოს მთავრობამ ანგარიში უნდა წარადგინოს. განათლების ნაწილში მომზადებული ალტერნატიული ანგარიში კი არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა, სადაც პოზიტიურ ნაბიჯებსა და გამოწვევებზეა საუბარი. დოკუმენტის განხილვა დღეს ბათუმში გაიმართა. შეხვედრას განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ამავე კატეგორიაში