დავით  უსუფაშვილმა  ''შენების მოძრაობა''  დააფუძვნა

16 ივნისი 2017, 00:00 3021 ნახვა

''შენების მოძრაობა''- ახალი პოლიტიკური გაერთიანება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დააფუძვნა. პოლიტიკური მოძრაობის ინიციატორთა შორის არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები.

"შენების მოძრაობის" საბოლოო ფორმირება და პარტიად დაფუძნების პროცესი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, "შენების მოძრაობა" მონაწილეობას მიიღებს შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ივლისის დასაწყისში საზოგადოებას წარუდგენს საკუთარ კანდიდატებს. 

ამავე კატეგორიაში