განსახლება ან ალტერნატიული გზა 

16 ივნისი 2017, 00:00 2364 ნახვა

შუახევში, სოფელ კობალთაში  გზის გაწმენდა დღეს დაიწყეს, გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის  მანქანებითაა შესაძლებელი. მეწყრული პროცესი ჯერ კიდევ აქტიურია, მთიდან წამოსულმა მიწის მასამ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა გუშინ გადაკეტა. აქ მიწა გასულ თვეშიც ჩამოწვა. გეოლოგები ამბობენ, რომ გზის გამაგრება შესაძლებელია, თუმცა მკაცრი კონტროლი იქნება საჭირო. გამგეობა კი ალტერნატიული გზის მშენებლობაზე ფიქრობს, ამ შემთხვევაში მოსახლეობას შედარებით გრძელი გზის გავლა მოუწევს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში