რესპუბლიკელები უსუფაშვილის მოძრაობას არ უერთდებიან

17 ივნისი 2017, 00:00 1508 ნახვა

დავით უსუფაშვილის ახალ პოლიტიკურ მოძრაობასთან შეერთებას არ გეგმავენ ბათუმელი რესპუბლიკელები. ირაკლი ჩავლეიშვილის და თეიმურაზ ყურაშვილის განცხადებით, ისინი რესპუბლიკურ პარტიაში რჩებიან და “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად წინასაარჩევნო მზადებას განაგრძობენ, თუმცა სამომავლოდ არ გამორიცხავენ, რომ დავით უსუფაშვილის ახალ პოლიტიკურ გუნდთან ითანამშრომლონ. უკვე ცნობილია, რომ უსუფაშვილის გუნდს “შენების მოძრაობას” შეუერთდება უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი გიორგი მასალკინი.

ამავე კატეგორიაში