ვინ დააფინანსებს ავტობანის მშენებლობის პროექტს

17 ივნისი 2017, 00:00 4802 ნახვა

რამდენიმე თვეში ბათუმის შემოვლით გზის მშენებლობა დაიწყება. პროექტი უკვე მზადაა. ახლა სახელმწიფო მშენებელ კომპანიას ეძებს, რომლისთვისაც  ტენდერი გამოცხადებულია.

რაც შეეხება თანხას, პროექტს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს. ახალი მაგისტრალი გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

დაიგება  ორზოლიანი ასფალტ - ბეტონის გზა, აშენდება  19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი და  5 გვირაბი, ასევე  57 წყალგამტარი მილი.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში