ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში

18 ივნისი 2017, 00:00 2581 ნახვა

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ინიციატივის მიხედვით, დადგინდება სერტიფიცირების წესები, შემოდის მოხელეთათვის ოთხ დონიანი შეფასების სისტემა, სამსახურიდან გათავისუფლების დისციპლინარულ გადაცდომაზე, მოვალეობის შემსრულებლის ინსტიტუტის გაუქმებასა და რეორგანიზაციის შემთხვევაში მოხელის მობილობის ახალ პრინციპი ინერგება.

ასევე ინერგება რანგირების სისტემა. რეფორმის სრულყოფილად ამოქმედებისათვის დგინდება ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი 2018 წლის 1 იანვრამდე. მანამდე საჯარო მოხელეები შრომის ანაზღაურების მოქმედი ნორმით იხელმძღვანელებენ. აღნიშნული საკითხზე მთავრობა  საშემოდგომო სესიისას იმსჯელებს. საუბარია პრემიებისა და დანამატების გაცემის წესის ცვლილებაზე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში