სასერტიფიკაციო გამოცდები

18 ივნისი 2017, 00:00 2318 ნახვა

ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდებს 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩაატარებს. გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია უკვე დასრულდა. დარეგისტრირებულია 1 827 ქალი და 742 კაცი.

გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით ჩატარდება. ხანგრძლივობა 1 საათია. თითოეული გამოსაცდელისათვის ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით  30 საგამოცდო ტესტი შეირჩევა.

დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა  24 ქულა უნდა დააგროვოს. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში, გამოსაცდელს სერტიფიკატი ადგილზე გადაეცემა. გამოცდის მიმდინარეობას ორი არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება: „საზოგადოებრივი დამცველი“ და „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“.

ამავე კატეგორიაში