სპექტაკლი გონიოს ციხეში

18 ივნისი 2017, 00:00 3890 ნახვა

"ფერონი" - ასე ჰქვია ოთხ მოქმედებიან სპექტაკლს, რომლის პრემიერაც გონიო-აფსაროსის ციხეში შედგა. სპექტაკლი გიორგი გიოვანის პიესით და მისივე რეჟისურით დაიდგა. მთავარი  მესიჯი მაყურებლისთვის ემოციების ჩვენება იყო.

იმის გამო, რომ წარმოდგენას მხედველობადაქვეითებული პირებიც ესწრებოდნენ, სპექტაკლის ძირითადი ნაწილი მსახიობთა მონოლოგებს დაეთმო, რათა ის ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. გონიო-აფსაროსის ციხეში წელს ეს რიგით მეორე სპექტაკლია, რომელიც, ღია სივრცეში ითამაშეს. მანამდე აქ რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ ევრიპიდეს “მედეა” დადგა.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში