''მოჯადოებული ფერია’’

18 ივნისი 2017, 00:00 3310 ნახვა

,,მოჯადოებული ფერია’’- ამ სახელწოდების სპექტაკლი, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა. წარმოდგენაში უკვდავ ფერიას, მოკვდავი უყვარდება და  როგორც ყველა ზღაპრის დასასრულს, აქაც სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე.

სპექტაკლი ქუთაისის ,,დილის ცენტრის” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თოჯინების თეატრის მსახიობებმა ითამაშეს. ,,მოჯადოებული ფერია’’ ქუთაისისა და ბათუმის ,,ქალთა კლუბის ‘’ ორგანიზებით დაიდგა. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში