პრობლემები ხელვაჩაურში

18 ივნისი 2017, 00:00 2847 ნახვა

ბათუმის მერიას ხელვაჩაურში, შანიძის ქუჩის 15 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას თხოვს. აქ  წყლისა და კანალიზაციის პრობლემა უკვე 5 წელია არსებობს. სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, წვიმისა და სამრეწველო საამქროების წყალი  ეზოში გროვდება. 

მერიისგან მიღებული არაერთი დაპირების მიუხედავად, პრობლემა დღემდე არ მოგვარდა.  მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლის განმარტებით, ხელვაჩაურში ცენტრალური სანიაღვრე სისტემის მოწყობა მხოლოდ 2019 წელს იგეგმება, მანამდე კი შესაძლოა მოსახლეობას შეხვდნენ და ამ საკითხზე უფრო დეტალურად გაესაუბრონ. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში