დევროზაშვილის საქმე

20 ივნისი 2017, 00:00 3243 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის  დავით დევროზაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. მას ბრალად ედება  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ბრალის დამტკიცების შემთხევაში მას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, იგი ბრალდებულია ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე. მას გამოძიება  გაზეთ „ბათუმელების“ საქმესთან დაკავშირებითაც ედავება. საუბარია  გაზეთის რედაქტორის, თედო ჯორბენაძის შანტაჟის გზით გადაბირების მცდელობაზე. 

ამავე კატეგორიაში