უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა

20 ივნისი 2017, 00:00 3498 ნახვა

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. სხდომაზე კანონის პროექტს მისი ავტორი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი წარადგენს.

აღნიშნული კანონის პროექტი, პირველი მოსმენით, 9 ივნისის სხდომაზე, უკვე განიხილა და ერთხმად მიიღო საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა. კანონის პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და ასევე ერთხმად მიიღეს პარლამენტის 16 ივნისის პლენარულ სხდომაზეც.

საგანმანათლებლო ინიციატივა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებამოსილების აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებისათვის დელეგირებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას სხდომაზე ამჯერადაც მისი ავტორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარადგენს. ცნობისათვის: ამ დროისთვის აჭარაში არსებულ 229 საჯარო სკოლაში 128 დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში