პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს აცხადებს

20 ივნისი 2017, 00:00 2169 ნახვა

პრეზიდენტის უარი - გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა. თუმცა მან აღნიშნა, რომ მისი უარის მიუხედავად, პარლამენტს უფლებამოსილება აქვს რიგგარეშე სხდომა მაინც გამართოს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, ხვალ უნდა გამართულიყო. პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, დაჩქარებული წესით არ მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები. გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ასევე შესთავაზა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე დაწეროს კონსტიტუციის პროექტის უკეთესი ვერსია.

ამავე კატეგორიაში