ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულები პროკურორის აცილებას ითხოვენ

20 ივნისი 2017, 00:00 3986 ნახვა

მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის,  გირაოთი შეცვლას ითხოვს. მიზეზად პაატა შავაძე, ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

შუამდგომლობით ადვოკატი დღევანდელ სხდომაზე მიმართავს მოსამართლეს. წლის ერთ-ერთი გახმაურებული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ორი საათია მიმდინარეობს. პროცესი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგანაც ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი პირის, ირაკლი ჩხვირკიას  ბადრაგირება დაგვიანდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში