მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკვიას სასამართლო პროცესი

20 ივნისი 2017, 00:00 3090 ნახვა

ხმაურიანი და ხალხმრავალი სასამართლო პროცესი. ბრალდებულების ბრალდებები პროკურატურის მისამართით და ადვოკატების მიერ გამოძიებისთვის გამოცხადებული უნდობლობა.

მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას საქმის წინასასამართლო სხდომას, ოჯახის წევრების გარდა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ესწრებოდნენ, ასევე დარბაზში ითქვა, რომ იქვე იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ამის შესახებ დაცვის მხარის ადვოკატმაც აღნიშნა, თუმცა სუს-ის პრესსამსახურში ამბობენ, რომ უწყებიდან პროცესს არავინ დასწრებია.

რაც შეეხება სხდომას, ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ. მერაბ ღოღობერიძემ შესვენებისას ციხეში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მოსამართლემ პროკურატურის მტკიცებულებები დასაშვებად სცნო, მათ შორის იყო მერაბ ღოღობერიძის ფეისბუქ - მიმოწერა, რასაც ადვოკატი აპროტესტებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში