მაჭახლის ხეობა შეღავათების მოლოდინში

20 ივნისი 2017, 00:00 5412 ნახვა

მაჭახლის ხეობის სოფლებში მცხოვრებლებმა, მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობისთვის, ხელვაჩაურის გამგეობას უნდა მიმართონ.

მოსახლეობამ სტატუსის მისაღებად, რომელიც მომავლიდან შევა ძალაში, პირადი მონაცემები და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას უნდა წარუდგინოს.

ხეობაში აქამდე, მხოლოდ ერთ სოფელს - ქვედა ქოქოლეთს ჰქონდა სტატუსი მინიჭებული, თუმცა “მთავარში” რამდენიმე კვირის წინ გავიდა რეპორტაჟი იმის შესახებ რომ მოსახლეობა არაა სათანადოდ ინფორმირებული და შეღავათებით ამ ეტაპზე მხოლოდ 15 ოჯახი სარგებლობს. 

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში