მრავალსართულიანი შენობა ზღვის დონიდან 2 225 მეტრზე. ხულოს საკრებულომ, კურორტ გოდერძის განაშენიანების გეგმაში ცვლილება შეიტანა და დაადგინა, რომ გარკვეულ ტერიტორიებზე, მაღალი შენობების აგება დასაშვები იქნება. ჯერ - ჯერობით საუბარია ერთ სასტუმროზე.
კურორტის დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე ამას საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიზნით გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ მაღალმთიანი აჭარის ნიადაგი, გეოლოგიური თვალსაზრისით, რისკებისა და ფაქტების გათვალისწინებით, ერთ-ერთ ყველაზე არამყარ რეგიონად მიიჩნევა. გეოლოგი გიორგი დვალაშვილი ამბობს, რომ ბოლო 30 წელია კურორტის მიმდებარე სოფლები სტიქიურად აქტიურ ზონაში არიან, მას შესაბამისი დასკვნების და გათვლების გარეშე მაღალსართულიანი კორპუსის აშენება დაუშვებლად მიაჩნია.