აჭარის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი

20 ივნისი 2017, 00:00 3283 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ახალი პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. წარმოადგინეს ქართული ფოლკლორის 13-მდე ნიმუში.

კონცერტი იმ ადამიანებს მიეძღვნა, რომლებსაც წვლილი აქვთ შეტანილი სახელმწიფო ანსამბლის განვითარებაში. კონცერტის დასასრულს ორგანიზატორებმა მაყურებელს ანსამბლის ახალი სახელი გააცნეს, ამიერიდან ანსამბლი მოღვაწეობას „არსიანის“ სახელით გააგრძელებს.

ამავე კატეგორიაში