მახინჯაურში საკანალიზაციო ჭის მოწესრიგებას ითხოვენ

20 ივნისი 2017, 00:00 2190 ნახვა

მახინჯაურში, თამარის გამზირის მცხოვრებლები ტურისტულ სეზონს და ტურისტებს კვლავ მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემით ხვდებიან. მოსახლეობა წლებია აპროტესტებს ფაქტს, რომ ფეკალური მასა მდინარის გავლით, პირდაპირ ზღვაში ჩაედინება.

ამბობენ, რომ მერიას წერილობით არაერთხელ მიმართეს, დაპირების მიუხედავად კი საკითხი ისევ მოუგვარებელია. ადგილობრივებს გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია განსაკუთრებით, ზაფხულში, ტემპერატურის მატებისას აწუხებს. მერიაში ჯერ კიდევ ფიქრობენ, როგორ გადაჭრან პრობლემა. 

ამავე კატეგორიაში