პლენარული სხდომა პარლამენტში

21 ივნისი 2017, 00:00 1727 ნახვა

 პრეზიდენტის უარის მიუხედავად პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. გადაწყვეტილება გუშინ ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი უფლებამოსილია სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც ჩაატაროს.

რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ. პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს “პატრიოტთა ალიანსი”.

ამავე კატეგორიაში