ქართველი კადეტი აშშ-ის პრეზიდენტმა დააჯილდოვა

04 ივნისი 2016, 00:00 2861 ნახვა

ქართველი კადეტი აშშ-ის პრეზიდენტმა დააჯილდოვა. რიგითმა სანდრო გულუამ  შეერთებული შტატების საჰაერო ძალების აკადემია დაამთავრა. 812 კურსდამთავრებულის გამოსაშვები ცერემონია   კოლორადოს სფრინგსის საჰაერო ძალების სტადიონზე გაიმართა. ღონისძიებას  აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაესწრო. მან ახალგაზრდა სამხედრო მფრინავებს დიპლომები გადასცა და წარმატებული კარიერა უსურვა. სანდრო გულუა საქართველოში 18 ივნისს დაბრუნდება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში  პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეუდგება. 

ამავე კატეგორიაში