''ევროპული საქართველო'' პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი პროექტის განხილვის დაწყებიდან 5 საათში დატოვეს. ისინი საკონსტიტუციო პროექტს იწუნებენ და აცხადებენ, რომ დოკუმენტი ხელისუფლებაზეა მორგებული.
ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული ''ნაციონალურ მოძრაობას'' და ''პატრიოტთა ალიანს''. შეიძლება ითქვას, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ოპოზიიციის გარეშე გაგრძელდება.