ბათუმის საკრებულოს წევრები გაცდენების მიუხედავად პრემიას იღებენ 

21 ივნისი 2017, 00:00 2807 ნახვა

გაცდენილი სხდომები ბათუმის საკრებულოში. კანონი არ დაურღვევია, თუმცა ბოლო წელიწად-ნახევარში, ყველაზე მეტი, 15 სხდომა გააცდინა თამაზ თურმანიძემ. გაცდენილი სხდომების ჩამონათვალში, მხოლოდ ერთ შემთხვევაზე, თენგიზ აფხაზავას გაცდენაა მივლინებით ახსნილი, რაც საპატიოდაა ჩათვლილი.

გაცდენების მიუხედავად მიღებულ პრემიებზე, თვითმმართველობის ბოლო სხდომაზეც იყო საუბარი. მაშინ ხმაური მოჰყვა, თავმჯდომარის  მოადგილის, ირაკლი მიქელაძის გაცდენებს და დარიცხულ პრემიას. რეგლამენტის თანახმად, სანქციის გამოყენების ვალდებულება თავმჯდომარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკისრება, როდესაც დეპუტატი სხდომებს ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ დაესწრება. ასეთი კი ბათუმის საკრებულოში არავინაა. 

ამავე კატეგორიაში