წყლის პრობლემა ქობულეთში

22 ივნისი 2017, 00:00 3121 ნახვა

ქობულეთში წყლის დებეტის პრობლემაა-აცხადებენ ქობულეთში ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები. ბონდო თედორაძის თქმით, კორპუსებში წყლის წნევა დაბალია, ჭაბურღილების მოწყობა კი დადგენილ ვადებში ვერ ესწრება. პრობლემის შესახებ საუბრობენ ადგილობრივებიც. მათი ინფორმაციით, დაბალი წნევის გამო წყლის გამაცხელებლებს ვერ იყენებენ.

“ქობულეთის წყლის” დირექტორი აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოების გამო შეფერხება მხოლოდ ერთი დღით იყო. თვის ბოლომდე  ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს 2 ჭაბურღილი, რაც გამგებლის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონზე გახშირებული წყლის მოხმარებისას საკმარისი იქნება.

ამავე კატეგორიაში